2026-09-10 00:05:13
რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავარია მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შემდეგ ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
პაციენტის გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ მიმალური ავტომობილის იდენტიფიცირება მოახერხა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.