შავ ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს

2026-09-09 17:24:18

შავ ზღვაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, ბელგიის მოქალაქეები არიან.

ისინი სანაპირო დაცვის ჯგუფებმა გადაარჩინეს, ნაპირზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით კაჩკარის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

DHA-ს ტრაბზონის რეგიონალური წარმომადგენლის, ფატიჰ თურანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოვარდნის მიზეზი სავარაუდოდ ძრავის გაუმართაობაა. 

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.