2026-09-09 15:20:11
ბოლნისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს "BMW"-ს და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.
ავარიის ამსახველ ვიდეოს "Marneuli.ge" ავრცელებს.