2026-09-07 11:38:18
გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების, ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველ ფოტოებს "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.