2026-09-06 18:15:33
ახალდაბაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს რომელსაც მე-10 კლასელი გოგონა ემსხვერპლა, დაშავდა 2 მოზარდი.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემხვევა რომელიც წუხელ გორთან ახლოს, ახალდაბის გზაზე მოხდა მსხვერპლით დასრულდა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილს არაფხიზე მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა. პოლიციამ მძღოლი უკვე დააკავა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.