ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

2026-09-06 14:05:07

ავარიას მოზარდი ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალდაბის გზაზე მსუბუქი ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა. 

მოზარდს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.