1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული

2026-09-05 11:58:55

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით" თუშეთში, სოფელ ომალოში "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილია, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადატრიალდა.

ავარიის შედეგად კაცი რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 4 მგზავრი კი დაშავდა. პაციენტების გადაყვანა თელავის სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.