ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2018-03-17 12:20:28

ავსტრიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ქალაქ შვეხატში ჩატარებული რეიდების შედეგად ავსტრიის პოლიციამ 31, 36 და 41 წლის მამაკაცები მაღაზიების ქურდობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს მოქალაქეების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა მოპარული კოსმეტიკა, სუნამოები და ტანსაცმელი ამოიღეს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე