2020-01-02 11:22:23
ავტომობილი და რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი ერთმანეთს შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
როგორც ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს ავტობუსიდან ადამიანები გადმოიყვანეს, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.