მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

2026-08-31 15:49:12

ახალქალაქში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით 3 წლის გოგონა, ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.