ახალგაზრდა მამაკაცი იარაღით დაჭრეს

2026-08-31 14:02:08

გორში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.