კვიპროსის სანაპიროზე ბორანის ჩაძირვის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა

2026-08-31 12:08:08

კვიპროსში ბორანის ჩაძირვის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა და  18 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში, 267 ადამიანის გადაყვანისას ბორანი ჩაიძირა, რის შედეგადაც, რვა ადამიანი დაიღუპა.

 18 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, 241 ადამიანი გადაარჩენილია.

ჩრდილოეთ კვიპროსის, თურქული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. 

ინფორმაციას "ABC" ავრცელებს.