ახალი საგზაო ნიშნები რუსთავში [photo]

2018-03-15 19:41:43

XII მიკრო-რაიონში და ლეონიძის ქუჩაზე საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რამაც მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ ლეონიძის ქუჩიდან მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, XII მიკრო-რაიონში მოხვედრა მესხიშვილის გამზირის გავლით მოუწევთ.

კიდევ ერთი საგზაო ნიშანი რომელიც XII მიკრო-რაიონში დამონტაჟდა, ავტოსატრანსპოტო საშუალებების დგომას გზის სავალ ნაწილზე კრძალავს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ  ამკრძალავი ნიშნების განთავსება უსაფრთოხების კუთხით მნიშვნელოვანია და საავტომობილო მოძრაობასაც განმუხტავს. მათი თქმით ამით ნაწილობრივ მოწესრიგდება ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. რუსთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ნიშნები საპატრულო პოლიციის მითითებით განთავსდა.  

მოსახლეობა შუქნიშნის დამონტაჟებას ქუჩიშვილისა და თოდრიას ქუჩის კვეთაზე ასევე რუსთაველისა და ბათუმის ქუჩის გზაჯვარედინზე ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.