უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა

2026-08-30 17:59:16

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში 15 წლის გოგონა საქანელაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საქანელაზე ქანაობდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე თოკები გადაიგრიხა და გოგონას კისერზე შემოეხვია.

მოზარდი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.