აფეთქება გაზგასამართ სადგურზე

2026-08-30 17:28:16

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე ბენზინგადამზიდი აფეთქდა, შემდეგ კიდევ 3 მანქანა აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 2 პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, რომლის კარებთანაც ბენზინმზიდი იდგა, ასევე მაღაზია და დამხმარე ფართი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია.