2026-08-27 11:58:03
ჩინეთსა და ნეპალში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათ შორის სულ მცირე 500 ტურისტი.
სტიქიის შედეგად 160 ადამიანი გარდაიცვალა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კი გრძელდება.
კოლაფსი იმდენად ძლიერი იყო, რომ აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად შეაფასა.
სასაზღვრო რეგიონში კრიტიკული სავაჭრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური აქტივობის ხანგრძლივი შეჩერების საფრთხეს ქმნის.
ინფორმაციას "CNN" ავრცელებს.