ავარიას 1 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა

2026-08-27 11:17:30

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

კლინიკა "მედალფაში" აცხადებენ შეყვანისას ერთ-ერთ მოზარს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,  დანარჩენი  ოთხი მოზარდი კი სტაციონარში არის მოთავსებული.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.