როგორია რუსთავი-გარდაბნის გზაზე დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა

2026-08-27 00:50:28

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სადაც ქალი ავარიი შემდეგ გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოლო პაციენტის არასრულწლოვანი შვილს ჩაუტარდა ოპერაცია, რის შემდეგაც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი გარდაბნის გზაზე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.