რუსთავი-გარდაბნის გზაზე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

2026-08-25 21:01:07

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 6 წლის შვილს ავტომობილი გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ლევან მჭედლიძემ გვითხრა, ორივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები, მცირეწლოვანს კი საოპერაციოდ ამზადებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო:24 ნიუსი