"ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა"

2026-08-25 17:07:24

"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა",- ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000 -ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გაიარა.