2026-08-25 12:42:48
რუსთავში 25-26 აგვისტოს მოსალოდნელია მოღრუბლული და ნალექიანი ამინდი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა +31 დაფიქსირდება, ხოლო მინიმალური +22 გრადუსი.
"25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.