2026-08-23 15:11:54
11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილი 67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში 67 წლის კაცი 11 წლის ნათესავ გოგოს სექსუალურად ავიწროებდა. კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო. საეჭვო საუბრის შესახებ ბავშვმა ინფორმაცია დედას მიაწოდა, რის შემდეგაც ქალმა ნათესავი კაცისთვის შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, მასთან სატელეფონო საუბარი კი ჩაიწერა. ვიდეომტკიცებულება ოჯახმა სამართალდამცველებს მიაწოდა.