2026-08-23 13:49:38
მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და 2 მუსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა გზის პირას მაღაზიის გარეთ არსებული დახლები შეანგრია.
შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.