2026-08-23 00:50:28
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.