რა ღირს სასკოლო ფორმები

2026-08-22 17:44:35

1-ელი სექტემბრიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზება დაიწყება.

განათლების მინისტრის 25 ივლისის ბრძანებით ასევე განსაზღვრულია სასკოლო ფორმის საცალო ფიქსირებული ფასები. როგორც ბიჭის, ისე გოგოს ფორმის სრული კომპლექტის საცალო ღირებულება 95 ლარია.

ცალკეული ნივთების ფასებია:

ბიჭის პიჯაკი — 45 ლარი;

ბიჭის შარვალი — 25 ლარი;

გოგოს პიჯაკი — 45 ლარი;

გოგოს შარვალი — 25 ლარი;

გოგოს ქვედაკაბა — 25 ლარი.

მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული ფასები ფიქსირებულია და სასკოლო ფორმის განსხვავებული ღირებულებით რეალიზაცია დაუშვებელია.

ვინ შეძლებს უფასოდ შეძენას ნახეთ აქ.

რუსთავში ფორმების შესაძენი პუნქტები N7 და N18 საჯარო სკოლებში იქნება გახსნილი.