2026-08-22 16:31:20
რუსულმა ჯარებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მაშველები ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.
"მაშველები კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრთან, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების ადგილის ნანგრევებიდან გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ",- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.