2026-08-22 00:36:50
მარნეულში კაცმა 3 ნათესავი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანება მიაყენა სამ ნათესავს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამივე მათგანს გაეწია სამედიცინო დახმარება და კლინიკიდან გაწერეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.