"ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით"

2026-08-21 21:33:05

"პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ",- ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი მისი შვილის გარდაცვალების საქმის ახალიდან გამოძიებას ითხოვს.

"აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რადგან პრობლემები არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა.

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს და სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. გამომიყვანეს წონასწორობიდან ყველანაირად. არ მიბრუნებენ კომპიუტერს”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.