ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა

2026-08-19 13:02:56

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო.