2026-08-18 18:01:16
ბათუმში, ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა.
შემთხვევისას ერთმა პირმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მან კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.
ორივე დაჭრილი, კლინიკაშია გადაყვანილი, ისინი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.