ტროტუარზე მდგომ 4 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა, 1 ადგილზე გარდაიცვალა

2026-08-17 17:41:08

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი ტროტუარზე იდგნენ. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულებიდან ორი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.