2026-08-17 13:28:33
გურჯაანში, ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად, 60 წლის კაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და მამაკაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.
"მთავარი ამბები კახეთიდან" გარდაცვლილის მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილს ზევიდან გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, რეალურად კი საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.