მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

2026-08-16 23:14:45

ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.