2026-08-16 17:12:08
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.