2026-08-13 14:08:11
ვარშავაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები 25 წლის ბელორუსიის მოქალაქეს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ბელარუსის მოქალაქე მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მანქანაში მის ძალით ჩასმასაც ცდილობდნენ. თავდამსხმელებმა ახალგაზრდა კაცს წაართვეს ტელეფონი და საფულე.
ყველა ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ძარცვასა და თავისუფლების აღკვეთის მცდელობაში. სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური "RMF FM" ავრცელებს.