2026-08-13 11:20:08
გომის მთაზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 არასრულწლოვანია.
ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“,- აღნიშნა ექიმმა ანა კოჩაძემ საუბრისას.
ავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე წუხელ მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 11.