პოლიციამ 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 1 პირი

2026-08-12 11:38:33

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.