2026-08-08 11:25:42
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩხუბი იყო.
ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ერთმანეთს 10-ზე მეტი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული
სამართალდამცავებმა ჩხუბში მონაწილე 3 პირი დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.