2026-08-07 20:16:43
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქალი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.