2026-08-07 18:17:55
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში და დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.