2026-08-06 11:20:06
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.