ავტობანზე ავარიას ქალი ემსხვერპლა

2026-08-03 12:18:35

ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც, საინფორმაციო სააგრნტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.