რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ცენტრში "სი-აი-ეს-ვი" (CISV) საქართველოს წინამოსამზადებელი ბანაკის ღია კარის დღე გაიმართა. პირველი საერთაშორისო ბანაკი, წელს, სავარაუდოდ, რუსთავში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 5 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ - საქართველო, ავსტრია, მაკედონია, ესპანეთი და იტალია.
ღონისძიებაზე 40-ზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა, სწორედ ეს ახალგაზრდები წარადგენენ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ბანაკებში. სი-აი-ეს-ვი საქართველოს მიერ ორგანიზებულ მინი ბანაკს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესტუმრა, რომელიც ახალგაზრდების მიერ მოწყობილ პრეზენტაციას გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ "სი-აი-ეს-ვი საქართველო" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც ბანაკებს სხვადსხვა ქვეყანაში ატარებს. საქართველოში კი 2006 წლიდან არსებობს. წელს საერთაშორისო ბანაკი, სავარაუდოდ, რუსთავში 3-10 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მთავარი თემა - "მრავალფეროვნება" იქნება.