საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

2026-07-29 17:08:09

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის თბილისში საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, ტაილანდელი მოგზაურის, იუთუბერის, ჰლუნ სოლოს ოჯახის ინფორმაციით, 13 ივლისს მასთან კავშირი დაკარგეს. ის მარტო მოგზაურობდა.