ერთი ბენეფიციარის კვება 1.35 ლარი ჯდება.

2016-12-29 15:44:35

სოციალურად დაუცველთა სასადილოებში კვების რაციონი შეიცვალა. რუსთავის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქირია „ინფო რუსთავთან“  საუბარში  აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიონი“  ბენეფიციარებს უფრო მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს.  მისი თქმით მოიმატა საკვების კალორაჟმა, ასევე  გაიზარდილია პურის ოდენობა.  ნინო ქირიას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკვები რაციონი, ბენეფიციარების მოთხოვნის საფუძველზე შეარჩია.

ტენდერის ღირებულება 840 777 ლარი იყო, რუსთავში კი ამ დროისთვის 1700 სოციალურად დაუცველია. თითოეულ ბენეფიციარზე თვის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებიდან 495-მდე ლარია გამოყოფილი, რაც ნიშნავს იმას რომ თითოეული მათგანის კვებაზე  დღის განმავლობაში 1.35 ლარია გათვალისწინებული. შარშანდელთან შედარებით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 17  თეთრით მოიმატა. წინა ტენდერის პირობებში ერთ ბენეფიციარზე 1.18 ლარი იყო გამოყოფილი.