2026-07-26 22:31:45
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.
ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული, ინფორმაციით დაშავებულები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსები დაშავებული ქალის მძიმე მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.