2026-07-26 12:37:23
ქუთაისთან სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიისას 14 ადამიანი დაშავდა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.