ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც 2 დღე ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

2026-07-25 14:59:25

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ოჯახზე და ახლობებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიჭი თუშეთში დღეობაზე მიდიოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო.
ახალგაზრდა სოფელ ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს მივიდა. თუმცა, მათივე ვარაუდით, ხიდზე გადასვლისას წყალში გადავარდა.

ახალგაზრდას ცხედარი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.