2026-07-23 20:22:12
იმერეთში, ერთ-ერთ სოფელში კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგა საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.