ქვემო ქართლში კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა

2026-07-22 17:15:04

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის კაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე სტაბილური.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-ე პრიმა 117 მუხლით არის დაწყებული.

117-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ხოლო მე-11 პრიმა მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას იმავე დანაშაულისთვის, თუ ის ოჯახის წევრის მიმართ არის ჩადენილი.